ზლატან იბრაჰიმოვიჩის მეხუთასე გოლი

0
31

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს 21-ე ტურში კროტონეს გაუტანა, რის შემდეგაც 39 წლის შვედმა საკლუბო დონეზე 500 გოლი გაიტანა!
იბრაჰიმოვიჩი XXI საუკუნეში პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუსა და არგენტინელი ლეო მესის შემდეგ მესამე მოთამაშეა, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა. მეოთხე პოზიციაზე მიუნხენის ბაიერნის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკია (462 გოლი).
ზლატან იბრაჰიმოვიჩის საკლუბო გოლები:
პარი სენ ჟერმენი – 156 გოლი
მილანი – 83
ინტერი – 66
ლოს ანჯელეს გელექსი – 53
აიაქსი – 48
მანჩესტერი – 29
იუვენტუსი – 26
ბარსელონა – 22
მალმიო – 18