შერმადინის კვალდაკვალ საკონტინენტთაშორისო თასი მაკფადენმაც მოიგო

0
46

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ბურგოსმა ბუენოს აირესში კუიმსას 82:73 მოუგო და საკალათბურთო საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ბურგოსის რიგებში 16 ქულით და 5 პასით საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თად მაკფადენი გამოირჩა. შარშან საკონტინეტთაშორისო თასი გიორგი შერმადინმა ტენერიფესთან ერთად მოიგო.
შეგახსენებთ, 19 და 21 თებერვალს საქართველოს ნაკრები ევრო2022-ის შესარჩევ მატჩებში თბილისში სერბიას და ფინეთს შეხვდება. ევრო2022-ის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი თბილისია.