უეფამ ოფიციალურ საიტზე (UEFA.COM) 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შედგენილი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. მასში ერთბაშად ხუთი მოთამაშე მოხვდა მიუნხენის ბაიერნიდან, რომელმაც გასულ სეზონში ტრებლი შეასრულა. ამასთან, გუნდში ხუთივე წამყვანი ევროპული ლიგის ფეხბურთელია წარმოდგენილი.
უეფას 2020 წლის სიმბოლური გუნდს საფუძვლად სპეციალური გამოკითხვა დაედო, რომელშიც ექვს მილიონამდე გულშემატკივარი მონაწილეობდა.
