“მილანის” ახალწვეულმა მარიო მანჯუკიჩმა იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 34 წლის ფორვარდის განცხადებით, “როსონერი” უდიდესი ტრადიციის კლუბია, რომელიც მის ამბიციას აკმაყოფილებს.
“ბევრი ვიშრომე, რომ ასეთი კლუბის მიწვევა დამემსახურებინა. ბოლო პერიოდში ბევრს ვვარჯიშობდი, რათა ტიტულების ბრძოლაში დავბრუნებულიყავი, ასე რომ, მილანში არ უნდა ინერვიულონ”, – თქვა მარიომ.
მანუჯუკიჩს “როსონერის” შეტევაში ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად მოუწევს თამაში. შვედურ-ხორვატული დუეტის მოედანზე ხილვას ბევრი დიდი ინტერესით ელოდება, მათ შორის, თავად მარიოც:
“ზლატანს ბავშვობიდან ვუყურებდი. ბედნიერი ვარ, რომ ერთ გუნდში ვითამაშებთ. იბრა საფეხბურთო მხეცია და ვეცდები მეც იგივე ვიყო. ვფიქრობ, ერთად კარგად ვითამაშებთ”, – განაცხადა მანჯუკიჩმა.
