მეტოქეებად ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო გვერგო

0
96

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, მსოფლიოს 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. 55 ევროპული ნაკრები ათ ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკიო ეტაპი | B ჯგუფი
ესპანეთი
შვედეთი
საბერძნეთი
საქართველო
კოსოვო
ყატარის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრებები (სულ 10) და უეფას ერთა ლიგის გათამაშების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ ორი ნაკრები, პლეი-ოფის სისტემით ბოლო სამი ადგილისთვის იბრძოლებს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 13 ევროპული ნაკრები ითამაშებს. მუნდიალი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ყატარი 2022-ის ევროპული ზონის წილისყრა
A ჯგუფი: პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი
B ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო
C ჯგუფი: იტალია, შვეიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა
D ჯგუფი: საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყაზახეთი
E ჯგუფი: ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი
F ჯგუფი: დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერის კ-ბი, მოლდოვა
G ჯგუფი: ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი
H ჯგუფი: ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა
I ჯგუფი: ინგლისი, პოლონეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან მარინო
J ჯგუფი: გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი
კალენდარი
1 ტური: 24–25 მარტი 2021 წ.
2 ტური:  27–28 მარტი
3 ტური: 30–31 მარტი
4 ტური: 1–2 სექტემბერი
5 ტური: 4–5 სექტემბერი
6 ტური: 7–8 სექტემბერი
7 ტური: 8–9 ოქტომბერი
8 ტური: 11–12 ოქტომბერი
(სადაც საჭიროა)
9 ტური: 11–13 ნოემბერი
10 ტური: 14–16 ნოემბერი