კატალონიის “ბარსელონას” დამარცხებით, პრიმერა დივიზიონში ასპარეზზე ახლადგამოსულმა “კადისმა” ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ამ გამარჯვებით კადისმა “ბარსელონა” 29 წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხა, მაგრამ ეს მოგება ისტორიულად ამის გამო არ ითვლება.
სტატისტიკური პლატფორმის, OptaJose-ს ინფორმაციით, ანდალუსიის “კადისი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ესპანეთის უპირველეს დივიზიონში დაწინაურების შემდეგ პირველსავე წრეში “ბარსას” და “რეალის” დაამარცხება მოახერხა.
