ფეხბურთის ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელები რონალდო და რონალდინიო არგენტინელი გენიოსის დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას ემოციურად გამოეხმაურნენ.
რონალდო: „სამწუხარო დღეა. ჩვენმა სპორტმა უდიდესი კერპი დაკარგა. მე დავკარგე დიდი მეგობარი, რომლის ნიჭმა ბავშვობიდანვე შთამაგონა. მადლობელი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. „ელ პიბე“, შენი მემკვიდრეობა მარადიულია. შენი მაგია არასდროს მიეცემა დავიწყებას. მშვიდად განისვენე მეგობარო. ღმერთმა დაამშვიდოს შენი ოჯახი, მეგობრები და მსოფლიოს ყველა თაობის შენი გულშემატკივრები“.
რონალდინიო: “ვუთანაგრძნობ ოჯახს და ყველას, ვისაც ეს გენიოსი უყვარდა. ჩემო მეგობარო, ჩემო კერპო, ვაფასებ სიხარულის ყველა მომენტს, რომელიც ერთად გვქონდა. შენით აღფრთოვანებული ვიყავი და შენს სიდიადეს პატივს ვცემდი. ჩემი კარიერის განმავლობაში ეს შთამაგონებდა. როდესაც შევხვდით და ფეხბურთი ვითამაშეთ, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საღამო იყო – მინდორზე ჩემს კერპთან ერთად ვიყავი. მშვიდად განისვენე, მიყვარხარ. ჯადოქრების ჯადოქარო. მარადიულო”.
