“პეპ გვარდიოლას, ჩავი ერნანდესის, ანდრეს ინიესტასა და კარლეს პუიოლის მსგავსი ადამიანები დღეს “ბარსაში” უნდა მუშაობდნენ.
ზემოხსენებული საკითხის განხორციელების შემდეგ, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ძალიან კონკურნტუნარიანი პროექტის მიღება შეგვიძლია – ეს მესის აუცილებლად სჭირდება. ლეო უნდა გრძნობდეს, რომ მნიშვნელოვანი გეგმის ნაწილია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისაკენ ისწრაფვის.
როცა საქმე “ბარსელონას” იმ ლეგენდებს ეხება, რომლებსაც ეს კლუბი ძალიან უყვართ, ამას “ლურჯ-ბროწულისფერთა” ნებისმიერი ბორდი უნდა აცნობიერებდეს, რადგან ჩვენ საქმე უნიკალურ მოვლენასთან გაქვს. მაგ., ეს შემთხვევა არ ჰგავს “მანჩესტერ იუნაიტედის” სიტუაციას, რომელიც სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, თუმცა მათ ის აკლიათ, რაც ჩვენს გვაქვს – კლუბის მიმართ უზომო სიყვარული“.
შეგახსენებთ, ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომის შემდეგ, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში ჩატარდება.





