ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში, whoscored.com-ის შეფასებით, ოთხი ტურის შემდეგ საუკეთესო 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან თავისი პირველი გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით.
ხვიჩას 4 ტურის შემდეგ ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება აქვს – 7.89. მან ერთა ლიგაზე 3 მატჩში ითამაშა, მოედანზე კი 200 წუთი გაატარა. ხვიჩამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მას საშუალოდ თამაშში 5.3 დრიბლინგი აქვს და 1.3 მნიშვნელოვანი პასი.
მეორე ადგილზეც ქართველი ფეხბურთელია – ვაკო ყაზაიშვილი 7.50 ქულით. ვაკომ სულ 2 მატჩი ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. მესამე ქართველს, თორნიკე ოქრიაშვილს სულ ცოტა დააკლდა ხუთეულამდე – ის 7.20 ქულით მე-6 პოზიციაზეა. ათეულს კიდევ ერთი ქართველი ასრულებს – გიორგი ჩაკვეტაძე – 7.10.
ერთა ლიგა. C დივიზიონი. მე-2 ჯგუფი. TOP 10
1. 7.89 – ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)
2. 7.50 – ვაკო ყაზაიშვილი (საქართველო)
3. 7.41 – ტიგრან ბარსეგიანი (სომხეთი)
4. 7.35 – გოიკო ზაიკოვი (ჩრდ. მაკედონია)
5. 7.25 – სტეფან რისტოვსკი (ჩრდ. მაკედონია)
6. 7.20 – თორნიკე ოქრიაშვილი (საქართველო)
7. 7.16 – ეზგიან ალიოსკი (ჩრდ. მაკედონია)
8. 7.15 – ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი)
9. 7.14 – ალექსანდრე კარაპეტიანი (სომხეთი)
10. 7.10 – გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო)
წმინდა სტატისტიკურ მონაცემებს რომ გადავხედოთ, ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში ცალსახად საუკეთესო საქართველოს ნაკრებია, რომელიც ყველა გუნდურ კომპონენტში ლიდერია.
ბურთის ფლობა
- საქართველო – 54.4%
- ჩრდ. მაკედონია – 51.9%
- სომხეთი – 47.7%
- ესტონეთი – 46%
მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები
- საქართველო – 57.8%
- ესტონეთი – 51%
- სომხეთი – 47.1%
- ჩრდ. მაკედონია – 45.1%
კარისკენ (კარში) დარტყმები საშუალოდ თამაშში
- საქართველო – 12.5
- სომხეთი – 12
- ჩრდ. მაკედონია – 9
- ესტონეთი – 8
ზუსტი პასები
- საქართველო – 84.6%
- ჩრდ. მაკედონია – 82.1%
- სომხეთი – 76%
- ესტონეთი – 75.2%
შეფასებები (საშუალოდ)
- საქართველო – 6.71 ქულა
- ჩრდ. მაკედონია – 6.6
- სომხეთი – 6.55
- ესტონეთი – 6.44
