ოფიციალურად: ლუის სუარესი ატლეტიკოს ფეხბურთელია

0
46

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ახლახან ბარსელონა დატოვა, მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ატლეტიკოს ოფიციალური საიტი ავრცელებს.
33 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
“სუარესის ატლეტიკოში მოსვლით, დაგვემატა ბრწყინვალე ბომბარდირი, რომელსაც ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მოედანზე თავდადებითა და მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის პოზიციაზე”, – ნათქვამია ატლეტიკოს პრესსამსახურის განცხადებაში.