დინამოს და ლოკომოტივის პოტენციური მეტოქეები ევროპა ლიგის პლეი ოფში

0
32
ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის პლეი ოფის რაუნდის წილისყრა გაიმართა და ტურნირში მონაწილე ორი ქართული კლუბის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. პლეი ოფი, რომელიც ერთმატჩიანია, 1-ელ ოქტომბერს გაიმართება და გამარჯვებულები ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი დინამო თბილისი ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაზე სტუმრად ფარერების ჩემპიონ კლაკსვიკარს აჯობებს, პლეი ოფში კვლავ გასვლაზე მოლდოვურ შერიფსა და ირლანდიურ დანდალკს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება თბილისის ლოკომოტივს, რომელსაც III საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანური გრანადა ელოდება, კიდევ ერთი სასწაულის მოხდენის შემთხვევაში, გასვლაზე შეხვედრა შვედურ მალმიოსა და ზაგრების ლოკომოტივს (ხორვატია) შორის უმჯობესთან მოუწევს.