ფიფამ თავისი წევრი ქვეყნების რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნულ გუნდს წინსვლა აქვს – ნაკრებმა ორი საფეხურით წინ წაიწია.
ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და სადღეისოდ 89-ე ადგილზეა. სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა: ტალინში ესტონეთი 1:0 დაამარცხა, თბილისში კი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1).
ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე, ბელარუსი წინ ორი საფეხურითაა – 1282 ქულა, 87-ე ადგილი.
რეიტინგის პირველი ათეული ასეთია: 1. ბელგია (1773), 2. საფრანგეთი (1744), 3 ბრაზილია (1712), 4 ინგლისი (1664), 5. პორტუგალია (1653), 6. ურუგვაი (1645), 7. ესპანეთი (1642), 8. ხორვატია (1628), 9. არგენტინა (1623), 10. კოლუმბია (1622).
