გიორგი მაკარიძე ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს

0
42

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე, ესპანური “ალმერიას” ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას ანდალუსიური კლუბი ავრცელებს.
“ალმერიამ” 30 წლის მეკარეს ორ სეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
კლუბის საიტი გულშემატკივრებს აცნობებს, რომ გიორგი გამოცდილი და საიმედო მეკარეა, თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო და გუნდის კიდევ 8 ახალწვეულთან ერთად მორიგ სეზონს დიდი იმედებით ხვდებიან.
მაკარიძე ბოლოს პირტუგალიური “ვიტორია სეტუბალის” ღირსებას იცავდა.
“ალმერიას” ხელმძღვანელობას ახალწვეულებით მომავალ სეზონში ლა ლიგაში გადასვლის იმედი აქვს. წინა სეზონში ანდალუსიურმა კლუბმა, სეგუნდა დივიზიონში (რანგით მეორე ლიგა) მეოთხე ადგილი დაიკავა.