თბილისის „დინამოს“ ესპანელი სპეციალისტის ჩისკო მუნიოსი გაწვრთნის. კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას თქმით, საუბარი „დილა“ თავკაც გიორგი ნემსაძესთან და „ლოკომოტივის“ ყოფილ მწვრთნელ ლევან კორღალიძესთან ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჩისკოზე შეაჩერეს.
ფიფიას განმარტებით, ჩისკოს ჯერ PRO ლიცენზია არ აუღია და ამიტომ, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების დებულების შესაბამისად, მიმდინარე სეზონის ბოლომდე ესპანელი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
ჩისკოს სამწვრთნელო შტაბში შევლენ: ფიზმომზადების მწვრთნელი ხორდი აბელა, მწვრთნელი ზაურ სვანაძე, მეკარეთა მწვრთნელი გია ჭანტურია, მწვრთნელი ოთარ გაგნიძე და ანალიტიკოსი დავით გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩისკო „დინამოს“ 2019 წელსაც ხელმძღვანელობდა და გუნდს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოქროს მედლები მოაგებინა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობა დატოვა. ის “დინამოში” 2011-2014 წლებში თამაშობდა და 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა.
„დინამოში“ ჩისკოს მიწვევას მას მერე გადაწყდა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელები შინ ალბანეთის „ტირანასთან“ დამარცხდნენ და პოსტიდან კახა ჩხეტიანი გადადგა.
მთავარი ნიუსი ჩისკო „დინამოს“ მწვრთნელად ბრუნდება