ჯანო ანანიძე “როტორის” ფეხბურთელია

0
41

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ “როტორში” გააგრძელებს. ინფორმაცია ვოლგოგრადულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ქართველმა ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანანიძის ხელფასი ახალ გუნდში თვეში მილიონი რუბლი იქნება.
ჯანო ბოლოს ფამაგუსტას “ანორთოსისში” თამაშობდა სადაც 6 თვე გაატარა და კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ კვიპროსული გუნდი დატოვა. ანანიძეს რუსეთში მოსკოვის “სპარტაკის”, “როსტოვისა” და სამარის “კრილია სოვეტოვში” უთამაშია.
შეგახსენებთ, ვილგოგრადელთა რიგებში ჯანოს გარდა კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. “როტორი” პრემიერლიგაში აღზევდა და პირველ ტურში 11 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლებს.