ქუთაისის ტორპედოს სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნა

0
38

ქუთაისის ტორპედოს სატრანსფრო აკრძალვა მოეხსნა – ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ  განაცხადა:
„მოგვეხსნა სატრანსფერო ბანი, დავიმატეთ 3 ახალწვეული. მართალია, იდეალურ ფორმაში არ არიან ჯერ, მაგრამ მოუმატებენ და გუნდს უფრო მეტად წაადგებიან”.
ქუთაისის ტორპედო მომდევნო მატჩს თელავის წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე გამართავს. შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.