დილა წაუგებლად თამაშს აგრძელებს და კვლავ ლიდერია

0
32

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში საბურთალომ გათამაშების ლიდერი მიიღო. გორის დილასთან დაპირისპირების პირველი ნახევარი საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობდა. ორივე გუნდი აქტიური იყო, ანგარიში კი 28-ე წუთზე ელვინ ტერამ გახსნა. საბურთალომ პირველ ტაიმში რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო. არბიტრმა უხეშობისთვის გორელთა თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი გააძევა.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა აქცენტი დაცვაზე გააკეთეს. სტუმრებმა კი საბურთალოს კარის მიმართულებით შეტევებს უმატეს, რაც საბოლოოდ გატანილ გოლში აისახა. გიორგი ნემსაძის შეგირდებს მნიშვნელოვანი ქულა ნუგზარ სპანდერაშვილმა გადაურჩინა.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 8 ტურის შემდეგ საბურთალოს 13 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო გორის დილა კი სატურნირო ცხრილს 16 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

კლუბი ±
1. დილა დილა 8 9 16
2. დინამო თბ დინამო თბ 8 11 15
3. დინამო ბთ დინამო ბთ 8 7 14
4. საბურთალო საბურთალო 8 3 13
5. თელავი თელავი 8 3 11
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 8 -4 9
7. ტორპედო ტორპედო 8 -6 8
8. სამტრედია სამტრედია 8 -8 8
9. ჩიხურა ჩიხურა 8 -5 5
10. მერანი თბ მერანი თბ 8 -10 4