ჩავი: “ბარსელონას” მწვრთნელობა ჩემი მთავარი მიზანია”

0
39

,,ალ სადის” მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, ,,ბარსელონაში” შესაძლო მუშაობაზე ისაუბრა:
,,არ ვმალავ, რომ ,,ბარსელონას” მწვრთნელობა მსურს, ამას ყოველთვის ვამბობდი, ეს ჩემი მთავარი მიზანია. მაგრამ, ახლა კონცენტრირებული ,,ალ სადზე” ვარ, ჩვენ ახალი სეზონისთვის ვემზადებით.
კიკე სეტიენს პატივი უნდა ვცეთ, გუნდს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ხანდახან ,,ბარსელონა” ძალიან კარგად თამაშობს, ხანდახან უბრალოდ კარგად, ხანდახან კი არც ისე კარგად. თუმცა, სეტიენის იდეა, იყოს დომინანტი მოედანზე, მომწონს”, – ჩავის სიტყვებს Marca ციტირებს.
ჩავი ,,ბარსელონაში” 1998-2015 წლებში თამაშობდა. ნახევარმცველმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 767 მატჩში 85 გოლი გაიტანა.