ლეო მესიმ საფეხბურთო კარიერაში მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა – 700 გოლი პროფესიულ კარიერაში. იგულისხმება „ბარსელონას“ მთავარი გუნდისა და არგენტინის ნაკრებში გატანილი გოლები.
ლეომ ისტორიულ ნიშნულს მადრიდის „ატლეტიკოს“ დამწუხრების შემდეგ მიაღწია, როდესაც სლოვენიელ მეკარე იან ობლაკს პენალტი „პანენკას“ სტილით გაუტანა.