უეფამ ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩების გამართვის თარიღები და საათები დააზუსტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც C ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ესტონეთსა და სომხეთთან ერთად გამოვა, მატჩებს 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.
უეფამ ჩვენი ჯგუფის თავდაპირველ კალენდარში ცვლილებები ჯერ კიდევ 17-18 ივნისს გამართულ აღმასკომზე შეიტანა. ამჯერად ორგანიზაციამ ტურნირის მატჩების გამართვის ზუსტი დროც დაადგინა.
საქართველოს ნაკრების მატჩები C ლიგის მეორე ჯგუფში
5 სექტემბერი 20:00 (თბილისის დრო) ესტონეთი – საქართველო
8 სექტემბერი 20:00 საქართველო – ჩრდ. მაკედონია
11 ოქტომბერი 20:00 სომხეთი – საქართველო
14 ოქტომბერი 22:45 ჩრდ. მაკედონია – საქართველო
15 ნოემბერი 21:00 საქართველო – სომხეთი
18 ნოემბერი 21:00 საქართველო – ესტონეთი
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს შემოდგომით ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფი აქვს სათამაშო. ვლადიმირ ვაისის გუნდი ნახევარფინალში ბელარუსს 8 ოქტომბერს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს, 12 ნოემბერს მიიღებს.
