გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის ,,ბაიერნმა” ,,ლევერკუზენი” სტუმრად 4:2 დაამარცხა. მატჩში მიუნხენელთა შემტევმა ტომას მიულერმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიმდინარე სეზონში მიულერს 20 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. შედეგად, თავდამსხმელმა ბუნდესლიგის რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2015 წელს კევინ დე ბრუინმა (“ვოლფსბურგში” თამაშისას) დაამყარა.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც დე ბრუინს 21 შედეგიანი გადაცემა დაუწერეს.