რონალდუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელია

0
38

ტურინის “იუვენტუსის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელი – აღნიშნულ ინფორმაციას forbes ავრცელებს.
35 წლის პორტუგალიელმა გასულ წელს საერთო ჯამში 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და კარიერის განმავლობაში, მისმა შემოსავლებმა მილიარდს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუ მესამე მილიარდერი სპორტსმენია. აღნიშნული სტატუსი წარსულში ფლოიდ მეივეზერმა (კრივი) და ტაიგერ ვუდსმა (გოლფი) მოიპოვეს.