საკალათბურთო კლუბი “ტიტები” განცხადებას ავრცელებს – მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი იქნება. კონტრაქტი ერთწლიანია და მანუჩარი “ტიტებს” 2020-2021 წლების სეზონში უხელმძღვანელებს. მარკოიშვილი “ტიტების” დამრიგებლის პოსტზე ლაშა გამყრელიძეს შეცვლის.
მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტიცაა. მან კარიერა ქრონიკული ტრავმების გამო ორი წლის წინ დაასრულა. წლევანდელ სეზონში, რომელიც გაუქმდა, მანუჩარი “ტიტების” სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.
კალათბურთი მარკოიშვილმა გამყრელიძე შეცვალა