ევროლიგის სეზონი გაუქმდა

0
28

ევროლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი აღარ გაგრძელდება და შესაბამისად, ჩემპიონიც ვერ გამოვლინდება. ტურნირის ვებ-გვერდზე განთავსებული ცნობის თანახმად, ევროლიგის მომდევნო სეზონი სტარტს 1-ელ ოქტობერს აიღებს, ევროთასის გათამაშება კი 30 სექტემბერს დაიწყება.
გაირკვა ისიც, რომ ყველა ის გუნდი, რომელიც ევროლიგის 2019-20 წლების სეზონში თამაშობდა, ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში ადგილს შეინარჩუნებს, ამდენად, მომავალ სეზონში ისევ ამ გუნდებს ვიხილავთ: ბარსელონა, ბასკონია, რეალი, ვალენსია (ყველა – ესპანეთი), ოლიმპიაკოსი, პანათინაიკოსი (ორივე – საბერძნეთი), ანადოლუ ეფესი, ფენერბაჰჩე (ორივე – თურქეთი), მილანი (იტალია), ჟალგირისი (ლიტვა), ცსკა, ხიმკი, ზენიტი (ყველა – რუსეთი), ალბა, ბაიერნი (ორივე – გერმანია), ვილერბანი (საფრანგეთი), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), მაკაბი (ისრაელი).