ბათუმის სტადიონის მშენებლობა საფინალო სწორზე…

0
42
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. “შპს სტადიონი” თავისი “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება, რომ უკანასკნელი სამუშაოები მიმდინარეობს:
“1 200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობას აქტიურად ვაგრძელებთ. ამავდროულად, საჩრდილობლებისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დავასრულეთ”.
არენა მალე მატჩების ჩასატარებლად მზად იქნება, მაგრამ იქამდე უეფამ უნდა შეამოწმოს და სერტიფიკატი მისცეს.
20 ათასიან სტადიონს უეფას მეოთხე კატეგორიის მატჩების მასპინძლობა შეეძლება.