15 წლის წინ, 2005 წლის 1-ელ მაისს ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურათი პირველი გოლი გაიტანა – არგენტინელმა “ალბასეტეს” კარი აიღო.
მესი მინდორზე 30 ნომრიანი მაისურათი 88-ე წუთზე ბარსელონელთა იმჟამინდელმა ნიდერლანდელმა თავკაცმა ფრანკ რაიკაარდმა შეუშვა, როდესაც გუნდი მინიმალური სხვაობით ამარცხებდა მეტოქეს. თამაშში ჩართვიდან სამიოდე წუთში, ლეომ რონალდინიოს პასით გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:0 გამოსახა ტაბლოზე. საიტერესოა აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წამით ადრე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა ოფსაიდის საბაბით ალამი ასწია.
კარიერის განმავლობაში ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურა 718 შეხვედრაში მოირგო, 627 გოლი გაიტანა და 261 საგოლე გადაცემა შეასრულა.