მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტის 205 ადრეულ კანდიდატშია!

0
54

NBA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის დრაფტზე 205 კალათბურთელი დადგა. მათგან 163 კოლეჯთა ლიგიდანაა (NCAA), 42 კი არაამერიკელია. რაც მთავარია, სიაშია ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც NCAA-ში თამაშობს.
20 წლის სანდრო მამუკელაშვილი ნიუ იორკში დაიბადა. 2018 წელს მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ქვეყნის ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა. რაც შეეხება NCAA-ს, ის “სეტონ ჰოლის” წევრი 2017 წლიდანაა. სანდრო მონტევერდეს აკადემიაში იზრდებოდა.