მარადონას მაისურა კოვიდ-19-თან ბრძოლაში…

0
42

„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობა გადაწყვიტა. ყოფილმა ფეხბურთელმა გასაყიდად გამოიტანა თავისი ყოფილი თანაგუნდელის დიეგო მარადონას მაისური. ახალმა მფლობელმა მასში 55 ათასი ევრო გადაიხადა.
„ჩვენ კიდევ ერთი მატჩი მოვიგეთ „ნაპოლისთვის“ და ჩვენი საყვარელი ნეაპოლელებისთვის. შესაძლოა, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომელშიც მე და შენ ერთად გავიმარჯვეთ. მადლობას გიხდი. კიდევ ერთხელ ვიგრძენი საკუთარი თავი ამ ბრწყინვალე ადამიანების ნაწილად“, – დაწერა მარადონამ „ფეისბუქში“.
გამომუშავებულ თანხას ნეაპოლის დასახმარებლად გამოიყენებენ.