რაგბის ევროთასების ფინალების სავარაუდო თარიღი ცნობილია

0
35

ფრანგული გამოცემა “ეკიპი” წერს, რომ ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, 2019/2020 წლების ევროთასების საპლეიოფო ეტაპის გაგრძელების ახალი გეგმა შეიმუშავა.
ზემოხსენებული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ვინსენ გაილარი ამბობს, რომ ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ფინალის ყველაზე სავარაუდო თარიღი 17-18 ოქტომბერია. გაილარის თქმით, ისინი რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, ყველაზე რეალურად კი, ამ ეტაპზე ეს ვარიანტი მოჩანს, რომლის მიხედვითაც, ტურნირები აგვისტოს ბოლოს განახლდება და მეოთხეფინალური ეტაპები შედგება, სექტემბრის ბოლოსთვის ნახევარფინალური მატჩები ჩატარდება, ხოლო 17-18 ოქტომბერს ფინალური მატჩები დაგეგმილისამებრ, მარსელში, “სტად ველოდრომზე” გაიმართება. თავდაპირველი კალენდარის მიხედვით, ფინალები 22-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
“ჩვენ რამდენიმე სცენარზე ვმუშაობთ და ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ფინალები 17-18 ოქტომბერს გაიმართოს, ხოლო მეოთხედფინალები და ნახევარფინალები, აგვისტოს და სექტემბრის ბოლოს” – აღნიშნა გაილარმა.