“ბარსელონაში” ცვლილებები იგეგმება – ხელშეუხებელი მხოლოდ სამი ფეხბურთელია

0
49

კატალონიის “ბარსელონაში” ბევრი ცვლილება იგეგმება. ამ ცნობას ESPN ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, გუნდში ხელშეუხებელი მხოლოდ სამი ფეხბურთელია: ლეო მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ფრენკი დე იონგი.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და გუნდებს ტრანსფერებზე მუშაობა შეეძლებათ, “ბარსა” შემადგენლობის გადახალისებას დაიწყებს. გუნდიდან წასვლის მთავარი კანდიდატები ანტუან გრიზმანი, ივან რაკიტიჩი და უსმან დემბელე არიან. ასევე შესაძლებელია გუნდი ჟორდი ალბამ, ჟერარ პიკემ და სერხიო ბუსკეტსმა დატოვონ.
კატალონური გრანდი მარჯვენა მცველისა და ცენტრალური ნახევარმცველის დამატებას, აგრეთვე წინახაზელების – ლაუტარო მარტინესის (“ინტერი”) და ნეიმარის (პსჟ) შეძენას აპირებს.