კახა კალაძე: “პაოლო მალდინის ვესაუბრე, იმედია ყველაფერი ჩაივლის”

0
36

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად “მილანის” ყოფილი მცველი, თბილისის მერი კახა კალაძე იტალიელ ჟურნალისტ ლუკა სერაფინის ინსტაგრამის მეშვეობით გაესაუბრა:
„პაოლო მალდინის ვესაუბრე. იტალიაში ბევრი მეგობარი მყავს და ყველა მათგანის გამო შეწუხებული ვარ. ასეთი იტალიის ნახვა ადვილი არაა. იმედია, ყველაფერი ჩაივლის. ჩვენთანაც შეშინებულები ვართ, ვმუშაობთ, რომ ამ სიტუაციიდან კარგად გამოვიდეთ“, – თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, ორიოდე კვირის წინ პაოლო მალდინი კოვიდ-19-ის ინფექციისგან განიკურნა.