უეფამ და ევროპული კლუბების ასოციაციამ (ECA) შეთანხმებას მიაღწიეს შეწყვეტილ სეზონთან დაკავშირებით. Cadena Ser-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნული ჩემპიონატები ივლისში დასრულდება.
ყველა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართება. პირველად ბუნდესლიგა განახლდება – გერმანელები ამას მაისში აპირებენ, დანარჩენი ქვეყნები კი – ივნისის დასაწისში.
რაც შეეხება ევროთასებს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები აგვისტოში ჩატარდება. პლეი ოფის სტადიაზე მატჩების რაოდენობის შემცირების მიზნით, თამაშები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატაროს და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ერთი შეხვედრის შედეგად გაირკვევა.
გეგმა ფეხბურთელებს სამ კვირას მისცემს, რათა დამდეგ სეზონამდე შვებულებით ისარგებლონ. 2020/21 წლების სეზონის დაწყება კი სექტემბრის შუა რიცხვებიდან იგეგმება.