შერმადინი ლიგა ენდესას საუკეთესო ხუთეულში!

0
30

პოპულარულმა და ავტორიტეტულმა გამოცემა MARCA-მ ესპანეთის საკალათბურთო პირველობის, ლიგა ენდესას 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეული შეადგინა, რომელშიც “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინიც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის გარდა ხუთეულში ნიკოლა მიროტიჩი (“ბარსელონა”), კლემენ პრეპელიჩი (“ხუვენტუდი”), აქსელ ბუტილი (“უნიკახა”), ასკია ბუკერი (“მურსია”) შეიყვანეს.
აი, რას წერს MARCA გიორგი შემადინის შესახებ:
“ქართველი ცენტრი პირველ სეზონს ატარებს “ტენერიფეში” და რეიტინგის მიხედვით, ლიგის მეორე საუკეთესო კალათბურთელია.
მისი მოქმედება საშუალოდ 23,7 ქულით ფასდება. კუნძულელთა გუნდი კი შესანიშნავად თამაშობს – ლიდერ “ბარსელონას” მხოლოდ ხუთი მოგებით ჩამორჩება, მადრიდის “რეალს” კი – ერთით.
შერმადინის საუკეთესო შეფასება სეზონში 42 იყო, ხოლო ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა ჩააგდო. შერმადინი ფარსაც საიმედოდ იცავს საშუალო 7,1 მოხსნით”.