ბათუმში სტადიონის მშენებლობა გრძელდება

0
56
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება, – იტყობინება “შპს სტადიონი”.
“სტადიონის მშენებლობას აქტიურად ვაგრძელებთ. ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესი სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს”, – წერს “შპს სტადიონი” საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე.
ამჟამად გარე პერიმეტრის მოწესრიგება, საპარკინგე სივრცისა და უსაფრთხოების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სტადიონის პროექტის ღირებულება 62 მილიონი ლარია და აჭარის რესპუბლიკური ბოუჯეტიდან ფინანსდება.
უეფას მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო არენა 20 ათას მაყურებელს იტევს.