ერთა ლიგის ნახევარფინალური და ფინალური მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღი ცნობილია. ინფორმაციას კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს და წერს, რომ ნახევარფინალები (მაკედონია-კოსოვო, საქართველო-ბელარუსი) მიმდინარე წლის 2 ივნისს გაიმართება, წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალურ შეხვედრაში, 6 ივნისს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩები 26 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა უეფამ მატჩების გადადების გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღო.
მთავარი ნიუსი საქართველო-ბელარუსის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია