უეფას ვიდეო-კონფერენციაში 55 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის საქართველომ, მიიღო მონაწილეობა.
გაირკვა, რომ კორონავირუსის გამო 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი გადაიდო. ცნობილია, რომ ტურნირი 2021 წლის ზაფხულში შედგება- 2021 წლის 11 ივნისს დაიწყება და 2021 წლის 11 ივლისს დასრულდება.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩი 12 ივნისს, რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” იყო დანიშნული, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო იტალიის ხელისუფლებამ საგანგებო ზომებს მიმართა – ქვეყნის პრემიერმა იტალია წითელ ზონად გამოაცხადა.