ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის „ლევსკის“ გულშემატკივრებმა 11 ათასი ბილეთი შეიძინეს 25-ე ტურის გადადებულ მატჩზე, „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგ, რათა კლუბს ფინანსურად დაეხმარონ – იუწყება Gong.bg.
ამჟამად ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული და კორონავირუსის ინფექციის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმებულია.
„ლუდოგორეცი“ 55 ქულით ქვეყნის ჩემპიონატს ლიდერობს, „ლევსკის“ კი 9 ქულით ნაკლები აქვს და მეორე ადგილზეა.