თურქეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას „ქონიასფორმა“ მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – საკუთარ მინდორზე, უმაყურებლოდ სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ 1:0 დაამარცხა.
გამარჯვებაში წვლილი ქონიასპორელთა ქართველმა შემტევმა ლევან შენგელიამაც შეიტანა, რომელმაც 87 წუთი ითამაშა.
სხვათა შორის, მასპინძლებს 67-ე და 76-ე წუთებზე ორი ფეხბურთელი გაუძევეს და სტამბოლელებს ცხრა ფეხბურთელით აჯობეს.
მთავარი ნიუსი შენგელიას “ქონიასპორმა” ცხრა კაცით “ფენერს” სძლია