ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი, სადაც პსჟ “დორტმუნდს” უმასპინძლებს, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის პოლიციამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.