რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურში “ბორჯღალოსნები” რუსეთის ნაკრებს მესხის სტადიონზე ერკინებიან. დაანონსებული 18 საათის ნაცვლად, მატჩი 16 საათზე დაიწყება.
მატჩის დაწყების დროის ცვლილება გამოიწვია მესხის სტადიონის (რომელსაც სპეციალურად ამ მატჩისთვის არენდით იღებს საქართველოს რაგბის კავშირი) განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ. მესხის სტადიონის ადმინისტრაცია ვერ იძლევა გარანტიას, რომ მატჩის მსვლელობისას სტადიონის განათება არ გამოვა მწყობრიდან!
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მატჩის ბილეთები იყიდება ონლაინ რეჟიმში გვერდზე: www.TKT.ge/Rugby
მესხის სტადიონის სალაროებში ბილეთები გაიყიდება 9 მარტიდან.