ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის “ბაიერნმა” ლონდონში “ჩელსი” 3-0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის წინ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.
მიუნხენური კლუბი ტურნირის ისტორიაში შევიდა – “ბაიერნი” მესამე კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საწყისი შვიდი მატჩი მოიგო. აქამდე, აღნიშნული რეკორდი “ბარსელონას” (2002/03 წლებში) “რეალს” (2014/15 წლებში) ეკუთვნოდა.