ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში “გენტმა” საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა “სენტ ტრუიდენი” და ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გუნდის ქართველმა შემტევებმა გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანეს.
მწვრთნელმა იეს ტორუპმა როგორც იქნა, ძირითადში დააყენა ისინი, შეუცვლელად ათამაშა და ამ ნაბიჯმა გაამართლა.
მეათე წუთზე ქვილითაია საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტი დავიდმა გაიტანა. მე-14 წუთზე ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. 26-ე წუთზე ჩაკვეტაძის პასით გოლი დავიდმა გაიტანა.
მეორე ტაიმში დავიდმა ანგარიში 4:0 გახადა, მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქემ კი მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანა.
“გენტი” 55 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ “სტანდარდს” 7 ქულით გაექცა და პირველ მარტს სტუმრად “სერკლ ბრიუგეს” შეხვდება, იქამდე კი, 27 თებერვალს, ევროპა ლიგის განმეორებით მეთექვსმეტედფინალურ მატჩში “რომას” უმასპინძლებს.
