ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში “ლაიფციგმა” ლონდონში “ტოტენჰემს” 1:0 სძლია. აღნიშნულ მატჩში ისტორიული მიღწევა დაფიქსირდა. “ლაიპციგის” მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, რომლის გაწვრთნილ გუნდსაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში უთამაშია (32 წლის და 211 დღის).
“ტოტენჰემი” და “ლაიპციგი” განმეორებით შეხვედრას 11 მარტს გამართავენ.
