ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” აღმოსავლეთ გერმანიის “ლაიფციგს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ლონდონელთა პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა:
„ჯერ არაფერი არ დასრულებულა. არ ვიქნებით პირველი გუნდი, რომელმაც სახლში 0:1 დათმო და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა. შესაბამისად, რატომაც არა?
ბიჭებმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს. გულშემატკივრებსაც ასეთი მხარდაჭერისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
