დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. დორტმუნდელებმა შინ პსჟ 19 წლის ნორვეგიელის დუბლით 2:1 დაამარცხეს.
ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში უკვე 10 გოლი გაიტანა – 8 ავსტრიის „ზალცბურგის“ მაისურით, 2- „ბორუსიას“.
ნორვეგიელი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 20 წელი ჯერ არ შესრულებია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაში ერთ სეზონში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
ჰოლანდი “დორტმუნდმა” იანვარში ავსტრიული კლუბიდან ზამთარში დაიმატა. მან დორტმუნდელთა რიგებში ყველა ტურნირში 7 მატჩში ითამაშა, 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.