პრესტიჟული ჯილდო მესის

0
33

ბერლინში გამართულ ცერემონიალზე, ლაურეუსის წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო ლეო მესიმ და ლუის ჰემილტონმა დაისაკუთრეს. არგენტინელი აქამდე შვიდჯერ იყო ნომინირებული, თუმცა გამარჯვება პირველად დარჩა. ფორმულა 1-ის ჩემპიონისთვისაც, ეს პირველი გამარჯვება იყო. მათთან ერთად, ნომინირებული იყვნენ ელიუდ კიპჩოგე (მძლეოსნობა), რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი), ტაიგერ ვუდსი (გოლფი) და მარკ მარკესი (მოტორბოლა).

მესი, გუნდური სპორტის პირველი წარმომადგენელია ისტორიაში, რომელმაც აღნიშნული პრიზი დაიმსახურა.

გასულ წელს, არგენტინელმა ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო, ჰემილტონი კი ფორმულა 1-ის ჩემპიონი, ასევე მეექვსედ გახდა.