“დინამო” ტოგოს ნაკრების შუახაზელით გაძლიერდა

0
14

ტოგოს ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი საიმონ ბენიო საქართველოს ჩემპიონ თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

საიმონი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის “მირანდესში” გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი “ეპინალის” და “ბეზიეს” ღირსებას იცავდა. ახალწვეული ნახევარმცველი უკვე დინამოელებთანაა და გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.