საკვალიფიკაციო გერმანიასთან მოგებით დავიწყეთ

0
56

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფის პირველ შეხვედრაში გერმანიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით – 3:1 დაამარცხა. მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა, საგოლე მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ საკუთარი შანსები უკეთ ქართველმა ფეხბურთელებმა გამოიყენეს და შეხვედრა სასურველი შედეგიც დაასრულეს.
​ანგარიში მეხუთე წუთზე გერმანელებმა გახსნეს, დამატებაზე ყველას ფიშერმა დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მე-12 წუთზე აღადგინა, შორეული დარტყმით გოლი არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. 29-ე წუთზე რონინიოს კუთხურის შედეგად უძლიერესი დარტყმით თალეს ფეიტოსამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. 31-ე წუთზე კი, ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

​გერმანია 1:3 საქართველო
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
გერმანია: პლესი, ვიტინგი, ჰოფმანი, ფიშერი, სიპაჰი
​მთავარი მწვრთნელი: მარსელ ლოოსველდი
​საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე
​სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ღავთაძე, ჭუმბურიძე
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
​გოლები: 1:0 ფიშერი (04:55), 1:1 სებისკვერაძე (10:46), 1:2 თალესი (28:59), 1:3 ჯვარაშვილი (30:53)
​მსაჯები: იოსიპ ბარტონი (ჩრდ. მაკედონია), ვიქტორ ბუგენკო (მოლდოვა), ვიტალი რაკუცკი (ბელარუსი)
საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვო ავსტრიას დაუპირისპირდა და ანგარიშით – 4:2 გაიმარჯვა.
​საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.