ლებრონმა კობის გადაასწრო

0
62

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ”ფილადელფიამ” ”ლეიკერსი” 108:91 დაამარცხა. ეს მატჩი ლებრონ ჯეიმსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, “მეფემ” 29 ქულა ჩააგდო და NBA-ს ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილამდე ამაღლდა, რითაც კობი ბრაიანტს გადაასწრო.
“შავი მამბას” ანგარიშზე 33 643  ქულაა. ამჟამად ლებრონ ჯეიმსი მას 12 ქულით უსწრებს.
მატჩის შემდეგ კობიმ ჯეიმსს მიმართა და Twitter-ზე დაწერა:”აგრძელებ წინსვლას, პატივისცემა ჩემო ძმაო”.
რაც შეეხება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს, პირველ ადგილზე კარიმ აბდულ-ჯაბარია (38 387 ქულა), მეორე ადგილზე კი კარლ მელოუნი (36 928).