“იუვენტუსმა” “ბარსელონას” ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

0
29

ტურინის ,,იუვენტუსი” ფეხბურთელების გაცვლით ინტერესდება, ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ბებერმა ქალბატონებმა” კატალონიის ,,ბარსელონას” ფედერიკო ბერნარდესკი შესთავაზეს. ტურინელებს იტალიელის სანაცვლოდ ივან რაკიტიჩი სურთ.

რაკიტიჩი ,,ბარსელონაში” 2014 წლიდან თამაშობს, ხორვატმა ,,ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 287 მატჩში 34 გოლის გატანა შეძლო. ბერნარდესკი კი ,,იუვეს” ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ფედერიკოს ანგარიშზე ტურინული გუნდის მაისურით გამართულ 89 შეხვედრაში 9 გოლია.